დღე I
"პროექტებით სწავლება"-ეს არის, ჩემი აზრით, წინ გადადგმული ნაბიჯი სკოლის განვითარებაში, მასწავლებლის პროფესიულ ზრდისთვის და რა თქმა უნდა მოსწავლის ცოდნის დონის ამაღლებისთვის. მოლოდინებმა პირველივე დღიდანვე ზღვარს გადააჭარბეს.
დღევანდელმა ტრენინგმა მოგვცა შესაძლებლობა ვიფიქროთ, თუ როგორ განუვითაროთ მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და როგორ გავზარდოთ მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, რაშიც ასევე დაგვეხმარება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. საინტერესო აღმოჩნდა ინტელის ძირითადი კურსი, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.
დღე II
დღევანდელი დღე დატვირთული იყო პრაქტიკული მეცადინეობით. გავეცანით პუბლიკაციის მოზადებას პროექტებით სწავლების თემაზე, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ და მოვამზადოთ პუბლიკაცია. გავეცანით გამოცემების ნიმუშებს, რამაც უფრო გაგვიადვილა გამოცემის მომზადება. გავაკეთეთ პროექტის გეგმის მოკლე მონახაზი, გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რაც დაგვეხმარა გვეპოვა ჩვენივე არჩეული პროექტისთვის სწორედ ის უნარ-ჩვევები, რომლებსაც უნდა მიაღწიონ ჩვენმა მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის დასრულებისას. იმედი მაქვს ტრენინგის დამთავრების შემდეგ გაგრძელდება მოსწავლეებში ამგვარი სწავლება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინტერესის გაზრდას სწავლისადმი.
დღე III

დღევანდელ მოდულში ჩვენ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ. პირველ რიგში შევეცადეთ გვეფიქრა იმ შედეგებზე, რისი მიღწევაც გვსურდა. დავსახეთ მიზნები, შევეცადეთ შეგვედგინა გეგმის მონახაზი, გაგვეაზრებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი). საკმაოდ დატვირთული დღე იყო. პირადად ჩემთვის ბევრი საკითხი, რომელიც შეიძლება გასაგები იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც რჩებოდა გაუკეთებელი, დღეს გასაგები და ნათელი გახდა. ეს ყველაფერი კი დამეხმარება უფრო უკეთ დავგეგმო არა მარტო პროექტები, არამედ გაკვეთილებიც კი.
დღე IV
მე ვთვლი, რომ პრაქტიკული მუშაობა უფრო ნაყოფიერია. დღეს სწორედ ამგვარი მუშაობის შედეგად განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შევეცადეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის დაწერა, მოვიფიქრეთ იდეები შეფასების გეგმის ფარგლებში მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. შევქმენით შეფასების ფორმები და დავგეგმეთ თვით შეფასება. ასევე გავაკეთეთ ჩვენივე პროექტის პრეზენაციის მონახაზი. დღევანდელი დღის შემდეგ უფრო ჩამოვყალიბდი, უფრო შემეცვალა შეხედულებები, აზრები უფრო ჩამოყალიბდა, დალაგდა, შემიძლია ვთქვა შედარებით თამამად დავიწყე ფიქრი სამომავლო გეგმებზე, რადგანაც ამ პროექტით შეუძლებელი არაფერია. მთავარი სურვილი წინსვლისკენ და ფიქრი ისევ და ისევ მოსწავლეებზე და არა მარტო საკუთარ თავზე. დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ და მე მგონია მომდევნო დღეები უფრო და უფრო საინტერესო იქნება.
ხათუნა მასწავლებელო მიხარია ,რომ სწორად მიხვდით ჩვენი კურსის მაზანს.
ReplyDeleteუკაცრავად მიზანს
ReplyDeleteვეთანხმები თქვენს რეფლექსიას :)
ReplyDelete