Tuesday, November 12, 2013

მე-8 მოდულის შეჯამება

  დღეს ბოლო დღეა, რომ იტყვიან "ბოლო გაფართხალება" : )  ხვალ პრეზენტაცია გვაქვს ჩვენი პროექტების. აქტიურად ვიმუშავეთ შეფასების სისტემაზე.ძალიან კი დაგვღალა ხათუნამ. არ ვიცი, ვერ ვიტყვი, რომ გაგვიჭირდა ყველაფრის შესრულება, მაგრამ მე გაოცებული  ვარ და ნამდვილად კეთილი შურით მშურს ხათუნასი ასეთი ენერგიისათვის. ყოჩაღ და დიდი დიდი მადლობა ამ დღეებისთვის.

მე-7 მოდულის შეჯამება

   ფინალისკენ მივდივართ. უნდა ყველაფერი მოვასწროთ. საგულდაგულოდ გვიწევს ჩვენი სასწავლო პროექტის პორტფიოლიოს გადახედვა, ვცდილობთ დავასრულოთ პროექტის გეგმა, სლაიდების ატვირთვა და ბლოგების შევსება და განახლება და ბევრი რამ, რაც ხათუნამ გვასწავლა და თან ისე არასოდეს დაგვავიწყდება. მადლობა ხათუნას ყველაფრისთვის. 

მე -6 მოდულის შეჯამება

  დღევანდელ დღეს  გავეცანით შეფასების რუბრიკებს. ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეგვეწყო ხელი მოსწავლეთა თვითრეგულირებადი სწავლისთვის, ამავდროულად დავგეგმეთ და შევარჩიეთ სათანადო შეფასების რუბრიკები და ...............
 ნამდვილად  საინტერესო იყო მოსწავლის გადასახედიდან საპროექტო დავალებების  შესრულება. ეს ნათელს ხდიდა ჩვენთვის თუ კონკრეტულად რა სახის ნაშრომები შეიძლება წარმოგვიდგინონ მოსწავლეებმა. 

Sunday, November 3, 2013

მე-5 მოდულის შეჯამება

  დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო.  გავეცანით შეფასების ფორმების სხვადასხვა ნიმუშებს,ვისწავლეთ ფაილების, პრეზენტაციების, დოკუმენტების ატვირთვა და მიბმა ამ პრეზენტაციების ჩვენ ბლოგზე.   საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო. მარტალია ეს ტრენინგი, ე.ი. პროექტებით სწავლება არ არის გათვლილი კონკრეტულად ცოდნის მიღებაზე, არამედ თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისთვის, იმ უნარის გამოყენებაზე რომლის განვითარებაშიც უნდა დავეხმაროთ. საკმაოდ კარგად არის ნაჩვენები ეს უნარები და გადმოცემული 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებში.  

Saturday, November 2, 2013

მე-4 მოდულის შეჯამება

   გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნიმუშების შექმნას. დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, გავშალეთ პროექტის გეგმა შესასრულებელი აქტივობებით. მოკლედ  ზედმეტი ფორმალობა ნამდვილად არ არის საჭირო. ამ მოდულმა უფრო მიბიძგა წინ, უფრო დავკონკრეტდი გარკვეულ საკითხებში, გამიადვილა ფიქრი ზოგადად პროექტის შესაძლებლობებზე, გამიჩნდა მეტის გაკეთების სურვილი, მარტივი აღმოჩნდა ფიქრი იმაზე, თუ რა სამუშაოების ჩატარება მომიწევს მოსწავლეებთან ან თავად მოსწავლეებს რისი გაკეთება მოუწევთ პროექტზე მსვლელობის დროს.
   თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Intel-ის კურსი 100 %-ით წარმატებული და სასრგებლოა ყველა მასწეავლებლისთვის. 

Saturday, October 26, 2013

მესამე მოდულის რეფლექსია

   ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე: კერძოდ შემიძლია თამამად გამოვიყენო ნებისმიერი ინტერნრტ-რესურსი, თან ამავდროულად მივაქციო ყურადღება საავტორო უფლებებს, რაზეც აქამდე დიდი ყურადღება არ მიმიქცევია; შემეძლება ინტერნეტის გამოყენებით სხვადასხვა ფორმების ანუ ტესტების ან კითხვარების შექმნა, გადაგზავნა მოსწავლეთათვის და შემოწმება თავისი უკუჩვენებებით, ე.ი. რჩევებით და ასევე შემეძლება იმ მასალის შექმნა და გამოყენება, რაც დამჭირდება და გამომადგება არა მარტო რომელიმე კონკრეტული პროექტის მსვლელობისას, არამედ სკოლაში ნებისმიერ გაკვეთილზე, თუნდაც, ვფიქრობ კათედრებზეც აზრთა გაზიარებისთვის; შემეძლება გავაზიარო ჩემივე ნამუშევარი.
   უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის. ნამდვილად საჭიროა ამგვარი ტრენინგი ხშრად ტარდებოდეს. მადლობა.

Saturday, October 12, 2013

   დღე I

 "პროექტებით სწავლება"-ეს არის, ჩემი აზრით, წინ გადადგმული ნაბიჯი სკოლის განვითარებაში, მასწავლებლის პროფესიულ ზრდისთვის და რა თქმა უნდა მოსწავლის ცოდნის დონის ამაღლებისთვის.  მოლოდინებმა პირველივე დღიდანვე ზღვარს გადააჭარბეს.
   დღევანდელმა ტრენინგმა მოგვცა შესაძლებლობა ვიფიქროთ, თუ როგორ განუვითაროთ მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და როგორ გავზარდოთ მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, რაშიც ასევე დაგვეხმარება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. საინტერესო აღმოჩნდა ინტელის ძირითადი კურსი, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.


   დღე II

   დღევანდელი დღე დატვირთული იყო პრაქტიკული მეცადინეობით. გავეცანით პუბლიკაციის მოზადებას პროექტებით სწავლების თემაზე, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ და მოვამზადოთ პუბლიკაცია. გავეცანით გამოცემების ნიმუშებს, რამაც უფრო გაგვიადვილა გამოცემის მომზადება. გავაკეთეთ პროექტის გეგმის მოკლე მონახაზი, გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რაც დაგვეხმარა გვეპოვა ჩვენივე არჩეული პროექტისთვის სწორედ ის უნარ-ჩვევები, რომლებსაც უნდა მიაღწიონ ჩვენმა მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის დასრულებისას. იმედი მაქვს ტრენინგის დამთავრების შემდეგ გაგრძელდება მოსწავლეებში ამგვარი სწავლება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინტერესის გაზრდას სწავლისადმი.

    დღე III

  დღევანდელ მოდულში ჩვენ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ. პირველ რიგში შევეცადეთ გვეფიქრა იმ შედეგებზე, რისი მიღწევაც გვსურდა. დავსახეთ მიზნები, შევეცადეთ შეგვედგინა გეგმის მონახაზი, გაგვეაზრებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი). საკმაოდ დატვირთული დღე იყო. პირადად ჩემთვის ბევრი საკითხი, რომელიც შეიძლება გასაგები იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც რჩებოდა გაუკეთებელი, დღეს გასაგები და ნათელი გახდა. ეს ყველაფერი კი დამეხმარება უფრო უკეთ დავგეგმო არა მარტო პროექტები, არამედ გაკვეთილებიც კი.


   დღე IV

   მე ვთვლი, რომ პრაქტიკული მუშაობა უფრო ნაყოფიერია. დღეს სწორედ ამგვარი მუშაობის შედეგად განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შევეცადეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის დაწერა, მოვიფიქრეთ იდეები შეფასების გეგმის ფარგლებში მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. შევქმენით შეფასების ფორმები და დავგეგმეთ თვით შეფასება. ასევე გავაკეთეთ ჩვენივე პროექტის პრეზენაციის მონახაზი. დღევანდელი დღის შემდეგ უფრო ჩამოვყალიბდი, უფრო შემეცვალა შეხედულებები, აზრები უფრო ჩამოყალიბდა, დალაგდა, შემიძლია ვთქვა შედარებით თამამად დავიწყე ფიქრი სამომავლო გეგმებზე, რადგანაც ამ პროექტით შეუძლებელი არაფერია. მთავარი სურვილი წინსვლისკენ და ფიქრი ისევ და ისევ მოსწავლეებზე და არა მარტო საკუთარ თავზე. დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ და მე მგონია მომდევნო დღეები უფრო და უფრო საინტერესო იქნება.